პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო მიმდინარე დებატებში თავისუფალი დემოკრატები ინიციატივით გამოიან,როგორც გადაცემა არჩევანში ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, ის ურჩევს ღარიბაშვილს, გაყიდოს სახელწმიფო კანცელარიის შენობა და თავად გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში.
“პრემიერი გადავიდეს და მისი ადმინისტრაცია გადავიდეს იმ შენობაში, კანცელარიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიყიდოს, ის შეიძლება ყველაზე მიმზიდველიც იყოს ინვესტორისთვის,” – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატებს რჩევა ბიძინა ივანიშვილისთვისაც აქვთ.
ალექსი პეტრიაშვილი ურჩევს ყოფილს პრემიერს, შეწყვიტოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბარი, რადგან ეს არამარტო ქვეყანას, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილს არასახარბიელოდ წარმოაჩენს საერთაშორისო აპსარეზზე.