“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ,” – ემზარ კვიციანი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ემზარ კვიციანის ახლობლები ოვაციით შეხვდნენ.

გათავისუფლების მიუხედავად, პროკურატურამ კვიციანს ბრალი არ მოუხსნა. პროკურატურამ ორივე მუხლზე – ამბოხების მოწყობასა და უკანონო ბანდფორმირებების ჩამოყალიბებაზე 11-თვიანი სასჯელი მოითხოვა, რაც კვიციანს უკვე მოხდილი აქვს.

თავად ემზარ კვიციანი ამბობს, რომ მას საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ წავიდა საპროცესო გარიგებაზე. თუმცა ამბობს, რომ მას დანაშაული არ უღიარებია.

“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ ჯერჯერობით,” – აცხადებს ემზარ კვიციანი მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ის ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად 9 თებერვლამდე კანდიდატურების წარდგენას ელოდება
შემდეგი სტატიანასვამ პოლიციელზე გავრცელებულ ვიდეოზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გამოძიების დაწყებას ითხოვენ