რას დაჰპირდა ჯოზეფ ბაიდენი უკრაინას?

baideniამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, სატელეფონო საუბარში, დაჰპირდა, რომ შეეცდება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას მიაღწიოს. ამის შესახებ უკრაინული მედია თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
“ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც იკისრა სექტემბერში, მინსკის შეთანხმებით და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებებისთვის ძვირი ფასი გადაიხადოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული არტილერიის მასიურმა დაბომბვებმა მიწასთან გაასწორა ივერის მონასტერი დონეცკში (ფოტოები)
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს