რას განიხილავენ უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?

ბერლინში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. ამის თაობაზე ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერზე” ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ოთხი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატები ბერლინში შეხვედრას მართავენ”, – დაწერა გერმანიის საგარეო უწყებამ “ტვიტერზე.

ნორმანდიის ფორმატში გამართული შეხვედრის თემა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი. მხარეების მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები იქნება.

banner
წინა სტატიაშიახალგორიდან გაუჩინარებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიამამაკაცებს რატომ უჩნდება აგრესია?!