რამდენ მილიარდს კარგავს ბიუჯეტი, რაზე ამბობს უარს მთავრობა და რა საფრთხეს ქმნის ენგური?! (წერილი პირველი)

რამდენ მილიარდს კარგავს ბიუჯეტი, რაზე ამბობს უარს მთავრობა და რა საფრთხეს ქმნის ენგური?! (წერილი პირველი)

„ენგურჰესის ამოქმედებიდან 40 წლის განმავლობაში რეგიონში ჩამოყალუიბდა დამატებითი ნეგატიური ტენდენციები, რომელთა აღმოფხვრა გადაუდებელი აუცილებლობა გახდა. პროექტის განხორციელება იქნება ენგურჰესის განვითარების დამამთავრებელი ეტაპი, რომლითაც შესაძლებელი გახდება გარემოს დაცვითი და სოციალური პირობების დაბალანსება და ხელოვნური და ბუნებრივი სისტემების თანაარსებობისათვის და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ამასთან ერთად გაიზრდება ჰიდროკვანძის ექსპლუატაციის საიმედოობა და ხანგრძლივობა, უსაფრთხო გახდება წყალდიდობების და წყალუხვობის ხარჯების გატარება, შემცირდება რისკები მოსალოდნელი კატასტროფული ხარჯის (250 მეტრ კუბი წამში) გავლისას და მატერიალური ზარალი. პროექტი არათუ წინააღმდეგობაში მოდის ხეობის განვითარების განსაზღვრულ პრინციპებთან, არამედ მეტად ავსებს და შინაარსობრივად ამდიდრებს მას. ენგურჰესის კაშხლის აგებამ ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა ხეობა. მდინარე ენგურის წყალი გადასროლილ იქნა მდინარე ერისწლის კალაპოტში, რის გამოც უკვე გაუწყლიანებული მდინარის მიერ მინიმუმამდე შემცირდა გამორეცხვა, ამას ემატება მდინარის კალაპოტში დაგროვილი მინერალების შემცველი ინერტული მასალების ქაოტური ამოღება, მისი დაბინძურება და ანტისანიტარია, შედეგად დაირღვევა ეკოლოგიური წონასწორობა. დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად საჭირო რელიეფის საინჟინრო მომზადება უნდა განხორციელდეს დაგროვილი ინერტული მასალების გეგმაზომიერი მოპოვების და რეალიზაციის ხარჯზე. პროექტი გულისხმობს ენგურჰესის წყალსაცავისა და ხეობის ქვედა ზონაში დაგროვილი გარემოს დამაბინძურებელი ჭარბი ნალექი მასიდან ძვირფასი მინერალების ამოღებას და ინერტული მასალების (ქვა, ქვისა) საამშენებლო მასალებად დამუსავებას, ხოლო ლამის სასოფლი-სამეურნეო მინერალად გამოყენებას სოფლის მეურნეობაში. პროექტი პროცესის ასამოძრავებლად და სარეგულირებლად გაცილებით მეტ მასტიმულირებელ მოტივაციას ქმნის და ამაღლებს დასახული პროგრამის, როგორც ეკოლოგიური, ასევე კომერციულ ეფექტიანობას, აგრეთვე იგივე გეგმარების გათვალისწინებით და იგივე ბაზის გამოყენებით მნიშვნელოვნად გაიზრდება შრომით დაკავებული მოსახლეობის რაოდენობა და საზოგადოებრივი დოვლათი“, – ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან რომელიც შპს „ჰერბმა“ მიწერა საქართველოს მთავრობას.
რა საფრთხეს ქმნის ენგური, როგორ შეიძლება ენგურმა საქართველოს ბიუჯეტს მოუტანოს მილიარდები, რა გეგმაზე მუსაობს „ჰერბი“ უკვე მრავალი წელია და რატომ ყოვნდება რეაგირება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაიგებთ „თაიმერის“ რესპოდენტებისაგან. ეს არის ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე პირველი წერილი.

რამდენ მილიარდს კარგავს ბიუჯეტი, რაზე ამბობს უარს მთავრობა და რა საფრთხეს ქმნის ენგური?! (წერილი პირველი)

რამინ ჯომიდავა:
_ პროექტი, რომელზედაც მინდა ვისაუბრო, არის ერთ-ერთი ნაწილი იმ საქმიანობისა რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვმუშაობდით შავი ზღვის რესურსების კომპლექსურ ათვისებასა და განვითარებაზე. პროექტი ჯერ კიდევ 90-იან წლებში სახელმწიფო მეთაურის დონეზე დაიწყო. რესურსების დიდი მასა მეცნიერთა ჯგუფის მიერ იქნა შესწავლილი, თუ სახელმწიფო სერიოზულად მიუდგება საკითხს და ექნება სურვილი ეს განვითარდეს, მითუმეტეს რომ 21-ე საუკუნე არის წყალბადის ერა. ჯერ კიდევ 2000 წელს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ კაცობრიობის განვითარების ერთადერთი გზა ეს არის წყალბადის ენერგია, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და რისი დიდი რესურსიცაა ქვეყანაში. 2000 წლისთვის პროექტი, რომელზედაც ახლა უნდა გესაუბროთ, დამუშავების ეტაპზე იყო. მეცნიერები ადგილზე სწავლობდნენ მდგომარეობას. 65-ზე მეტი მეცნიერი იყო ამ საქმეში ჩართული.
_ ვიდრე უშუუალოდ თემას შევეხებოდე, მინდა დავსვა ამ ეტაპზე ყველაზე მტკივნეული კითხვა – დღეს ენგური ვისია ამაზე ჩუმი თუ აშკარა ბრძოლა მიდის. როგორ გესახებათ თქვენი პროექტის განხორციელება ახლა, მოცემულ მომენტში?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა: ენგურის დიდი ტერიტორია საქართველოსია, ადმინისტრაციულ ე.წ. საზღვარზე გავდივართ შამგონიდან ხიდით, შემდეგ მოდის მუჟავა. ასე რომ წყალსაცავი საქართველოს ტერიტორიაზეა, ხოლო ენერგიის მიღება ხდება საბერიოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. ომის შემდეგ ეს იყო ერთადერთი პრეცედენტი ურთიერთობისა, რომელმაც იმუშავა – წყალს ვაწვდიდით ჩვენ და იქით ხდებოდა გამომუშავება, მართალია სპეციალისტების უმეტესობა ქართველები იყვნენ, მაგრამ ეს იყო პრეცედენტი ერთობლივი საქმიანობისა.
_ კი ბატონო პრეცედენტი იყო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ გამომუშავებულ ენერგიას აფხაზური მხარე ყიდდა და ჩვენი ენერგია უკან გაორმაგებული ფასით გვიბრუნდება.
_ ენგურის პროექტი სპეციფიკურია, გასუფთავება ხეობისა ხდება საქართველოს იურისდიქციის ტერიტორიაზე, ფაქტიურად ჩვენ აფხაზურ მხარესთან სეხება არა გვაქვს ამ მხრივ. 20 კილომეტრიან მონაკვეტში ძალიან დიდი მასაა დაგროვილი, რომლის გამოყენება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება, რაც ბიუჯეტში აისახება. მინდა გითხრათ რომ იქ არის დაგროვილი 897 მილიონი მეტრ კუბი ინეტრული მასა, აქედან გამომდინარე ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით რამდენის ამოღების საშუალებას მოგვცემენ ეს მეორე საკითხია, მაგრამ მასა რომელიც დევს და არანაირი დატვირთვა არა აქვს, პატარა მდინარეები რომლებიც უერთდება ქვედადინებებში, რასაც მოაქვს ინერტული მასალა ახლა ყრია ენგურის კალაპოტში, ენგურის დინება ფერხდება, დინება არ არის ეს ინეტრტული მასალა ზღვაში რომ ცაიტანოს. ამიტომ იქაც არის პრობლემა, კასლაპოტი აივსო და რასაც ქვია ავარიული გაშვება, ამ წყალს ვერ ატარებს კალაპოტი! კალაპოტმა ფუნქცია დაკარგა…
_ 13-14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ…
_ როცა ენგურს აშენებდნენ მაშინ იყო გათვლილი უსაფრთხოების ნორმები, 80-იან წლებში მირებულ იქნა დადგენილება კანიონის გაწმენდის სესახებ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა. დღეს უსაფრთხოების კუთხით, ვთქვათ მოხდეს ნაკადის დიდი მოსვლა, კალაპოტი მოსულ ნალექს ვერ გაატარებს და მოხდება კატასტროფა, რომლის ვერესთან შედარება არ შეიძლება, მთლიანად ჩარეცხავს რეგიონს. უსაფრთხოების კუთხით როცა ასეთ დიდ წყალსაცავებს აშენებენ კალაპოტი უნდა იყოს გასუფთავებული. ენგურს, როცა ჰესი არ იყო, იმ დროს 2 მილიონამდე ნარჩენი ცამოქონდა ზღვაში, დრეს ეს ყველაფერი ილექება წყალსაცავში.
_ რას თავაზობთ ამ პროექტით ხელისუფლებას?
_ პროექტი არის საინტერესო იმით რომ ის დიდი მასა რაც ამ კალაპოტში დევს და რაც 80 მეტრომდეა დალექილი რაც საფრთხეს ქმნის, გავიტანოთ. ანუ უსაფრთხოების კუთხით გასუფთავება აუცილებელია, დადგა გაწმენდის საკიტხი. გაწმენდილ კალაპოტს ექნება ის საშუალება რომ გაატაროს წყალი, ამოღებული ინერტული მასალა მოხმარდება ქვეყანას, ქიმიური სასუქები ლამით შეიცვლება, იქ არის ოქრო, სპილენძი, ვერცხლი, ტყვია და ასე შემდეგ. ანუ ქვა როგორც საშენი მასალა, ლამი როგორც ორგანული მინერალური, რომელიც უნიკალურია. რისი ამოღების საშუალებას მოგვცემენ ეს სხვა თემაა, ჩვენ პროექტი გავაკეთეთ 897 მილიონზე, რაც გარემოს დაცვამ 406 მილიონ მეტრკუბზე დაიყვანა. თუმცა მუსაობის დროს გამოიკვეთება რა და როგორ უნდა მოხდეს, ერთი სიტყვით, ეს არის 25 წლიანი პროგრამა, კალაპოტის გაწმენდის სემდეგ ჰესი უკეთესად იმუშავებს, უსაფრთხოება იქნება დაცული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ძალიან საინტერესო ურთიერთიობა ჩამოყალიბდა. მოკლედ რომ ვთქვა, პროექტის მიზანია წყალდიდობის და წყალუხვობის ხარჯების გარტარება, მოსალოდნელი კატასტროფის ხარჯის რისკების შემცირება, მდინარე ენგურის გაუწყლიანებული ჭალა-კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდის მაღალი ხარისხის ინერტული მასალების და მასში შემავალი მინერალების მოპოვების გზით.
(გაგრძელება იქნება)

banner
წინა სტატიაშისერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი ხელოვნების სასახლეს გადაეცა
შემდეგი სტატია“ჩოქური ბიუჯეტის ქურდი,”- სამგორის რაიონის გამგეობასთან აქცია მიმდინარეობს