“რამდენსაც საჭიროდ ვთვლით იმდენი ადამიანი მუშაობს მერიაში”-ნარმანია ლომჯარიას პასუხობს

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

10635744_414403132047388_2967866951741854501_n2ნინო ლომჯარიას შეუძლია აიღოს ტელეფონი და დამირეკოს თუ რაიმე პრეტენზია აქვს. რაც შეეხება დანიშნული ხალხის სიას, საშტატო განრიგი ღიაა და შეუძლიათ ნახონ. არასდროს საჯარო ინფორმაცია არ იმალება ჩვენთან,“-ასე უპასუხა გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს.

ლომჯარია აცხადებს, რომ მან გამოითხოვა მერიიდან კონკურსის შედეგად დასაქმებული პირების სია იმისათვის, რომ შეედარებინათ მათ მიერ შერჩეული კანდიდატურებისთვის რამდენად სამართლიანად მოხდა პოზიციებზე კონრეტული პირების დანიშვნა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს მას აღნიშნული დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღია.

დედაქალაქის მერმა მერიაში ჩატარებულ კონკურსებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა წესის დაცვით წარიმართა. როგორც ნარმანიამ განმარტა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ მიმდინარე პროცესში და დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა. მან ასევე აღნიშნა, რომ საშტატო განრიგი საჯარო ინფორმაციაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ნარმანიამ დასაქმებული პირების რაოდენობაზეც გააკეთა კომენტარი.

“რამდენსაც საჭიროდ ვთვლით იმდენი ადამიანი მუშაობს მერიაში. თუ ვინმე იტყვის, რომ იმაზე მეტი მუშაობს ვიდრე საჭიროა, ან არაჯეროვნად მუშაობენ მზად ვიქმებით მოვისმინოთ არგუმენტირებული მოსაზრებები,”-აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშირომელიღაცა ოპოზიციური პარტიის ბრალდება არ ნიშნავს, რომ ნიჟარაძე დამნაშავეა
შემდეგი სტატიაპაკისტანში ქარიშხალმა 40 ადამიანი იმსხვერპლა