რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის  ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, ბიზნეს-ცენტრში “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერებთან შეხვედრისას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ უსაუბრია. როგორც „ალია” წერს ბატონ ბიძინას უთქვამს, რომ უჯობესია ვადამდელი არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდეს და მიზეზიც დაუკონკრეტებია – „ შემოდგომით რომ ჩატარდეს არჩევნები, “ნაცმოძრაობა” ამ არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ არჩევნების შედეგებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და ქუჩაში გამოვლენ, შეეცდებიან, რევოლუციური გზით დაამხონ ხელისუფლება.

ეს პროცესები რომც დაიწყონ “ნაციონალებმა”, იმ დროისთვის საკმარისი რესურსი, ძალა არ ექნებათ, რომ თუნდაც დაწყებული რევოლუცია ბოლომდე მიიყვანონ. ამიტომ, წააგებენ არჩევნებს, რამდენიმე დღე იმიტინგებენ და ამით დასრულდება ყველაფერი, 2016 წელს, დანიშნულ დროის თუ ჩატარდა არჩევნები, იმ დროისთვის “ნაცმოძრაობა” უფრო მეტად იქნება გაძლიერებული, მომზადებული, ქუჩაში რომ გამოვლენ, მაშინ უკვე მაგათ შინ ვეღარ შეაბრუნებ, რევოლუციასაც დაიწყებენ და უმართავ პროცესებს გამოიწვევენ. მათი შემაკავებელი ფაქტორი ხალხი იქნება, მაგრამ “ნაციონალთაგან” გამწარებული ხალხი თუ მაგათ დაუპირისპირდა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს და ისევ “ნაციონალთა” წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩემი გათვლებით, უმჯობესია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. “ნაცმოძრაობას” ბოლო და მომაკვდინებელი დარტყმა ვაგემოთ, ვიდრე გავრისკოთ და 2016 წელს, აქეთ შემოგვიბრუნდნენ და შავ დღეში ჩაგვყარონ. “ნაციონალები” ვერც 2016 წელს, რევოლუციური გზით მოვლენ ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყანას დიდად დააზარალებენ და მე ეგ მადარდებსო. ბიძინა ივანიშვილის ამ წინადადებას აზრთა სხვადასხვაობა გამოუწვევია, მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, მე ჩემი გითხარით და ახლა თქვენი გადასაწყვეტია. ისე, გაიხსენეთ, როცა არ დამიჯერეთ, ყველგან ჩაფლავდითო.
საუბრის დასასრულს სიტყვა მიხეილ სააკაშვილზე, მის გააქტიურებასა და უკრაინაში “ნაცმოძრაობის” წევრთა მაღალ პოსტებზე დანიშვნაზეც ჩამოვარდნილა. აქ გიორგი ბადაშვილი კიდევ ერთხელ უხსენებია უარყოფით კონტექსტში. მთელი პროკურატურა იმაზე მუშაობს, რომ სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, საამისოდ, ოთხი უცხოელი პროკურორიც კი ჩამოვუყვანე, მაგრამ ამ საქმეს დღემდე ვერ მოაბეს თავი. არადა, თუ ინტერპოლით გამოცხადდა მასზე ძებნა, ამას სერიოზული ეფექტი ექნება, პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა და მისი აქტიურობა ყოველგვარ აზრს დაკარგავსო.” – წერს „ალია”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატია“ჟვანიას ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მე მივაყენე”