რადას დეპუტატი ეჭვობს, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებს

რადას დეპუტატი ეჭვობს, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებს

რადას დეპუტატი ეჭვობს, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებსუკრაინას უმაღლესი რადას დეპუტატი ბორის ფილატოვი ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფისთვის სასამართლოთი დაემუქრა–ამის შესახებ ფილატოვმა, დნეპროპეტროვსკის მხარის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“პასუხს აგებ “ბანდიტის” და “რეიდერის” გამო. დამამტკიცებელი საბუთებით. მე კი ყველას მოვუყვები რატომ ამოგარტყეს პანჩური საკუთარ ქვეყანაში. ტელეკომპანია “იმედის” გამო, პატიმართა გაუპატიურებაზე და შენს ისეთ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ, რომელიც გონებას აღაგზნებს” – წერს ფილატოვი.

მისი მტკიცებით, სააკაშვილი ასევე შემცვლელ კანდიდატს სერგეი ბერეზენკოს საარჩევნო კომპანიისთვის იყენებს: “ბერეზენკოს პირადი დაცვა დარეგისტრირებულია როგორც ტექნიკური კანდიდატი. ამავე დროს ის წარმოადგენს “მეიდანის თვითდაცვას”, უკრაინის სამხედრო ძალებს და კიდევ ღმერთმა უწყის ვის, ამავე დროს იცავს სააკაშვილს ჩერნიგოვის ვიზიტისას” – აცხადებს ფილატოვი.

დეპუტატსა და სააკაშვილს შორის სიტყვიერი სელაპარაკება ჩერნიგოვში მოხდა, სადაც სააკაშვილი ბერეზენკოს შეხვდა. ფილატოვმა ბერეზენკო ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ოდესის მხარის ადმინისტრაციას მიმართა “ბარეღამ თქვენც დაარიგეთ ფულიო”. სააკაშვილმა პასუხად ფილატოვს ბანდიტი, რეიდერი და “გაზულუქებული არამზადა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს
შემდეგი სტატია,,მას ხელსახოცის გაყიდვა უნდოდა…,,