ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა პროკურატურაში დასრულდა

ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ თბილისის პროკურატურა დატოვა. როგორც პროკურატურიდან გამოსული ბერულავა ამბობს, პროკურატურას კითხვები გადაცემა განსხვავებულ აქცენტებისთვის მის მიერ მიწოდებული მასალის შესახებ ჰქონდა.

საუბარია ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას და ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძის სავარაუდო მიმოწერაზე, სადაც ჩანს, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით ვლადიმერ ბედუკაძე გასამრჯელოს ბიძინა ივანიშვილისგან ელოდა და რომ ივანიშვილი ციხის კადრების შესახებ საქმის კურსში იყო.

პროკურატურა ასევე დაინტერესდა თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ლაშა ბერულავას. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან დღეს წარადგინა ის ფეისბუკ მიმოწერა საიდანაც ჩანს, რომ მას ეს მასალები უცნობმა პირმა მიაწოდა. ლაშა ბერულავას ამ პიროვნების ვინაობა პროკურატურაში არ დაუსახელებია.

 

banner
წინა სტატიაშიხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება
შემდეგი სტატიაშსს “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს