ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეზე გენერალ პუკაჩის ბრალდების საქმე გასაჯაროვდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის შსს-ს ყოფილი გენერლის, ალექსეი პუკაჩის ბრალდების საქმის ყველა ის მასალა გაასაჯაროვა, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის ორგანიზებას ეხება. ამის შესახებ, “უნიანის” ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ დღეს განაცხადა.
“დიახ, ყველა მასალა გასაჯაროვდა. უფრო მეტიც, ჩვენ სხვა ძალოვან სტრუქტურებსაც გადავუგზავნეთ მიმართვა, რათა მათაც იგივე განახორციელონ”, – აღნიშნა ნალივაიჩენკომ.

2000-2003 წლებში უკრაინის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსეი პუკაჩი 2013 წლის 29 ნოემბერს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულად ცნეს. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. პუკაჩის დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის
შემდეგი სტატიატაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა