ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველად ინიშნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება.
ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან არხი გასულ წელს საკუთარი სურვილით დატოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ ბოდოკია ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
შემდეგი სტატია“ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა