ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა თბილისის პროკურატურაში მივიდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის სამართალდამცავ უწყებაში მოწმის სახით მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს მასალები გადასცა.

საუბარია ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასა და ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის სავარაუდო მიმოწერაზე, სადაც ჩანს, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით ვლადიმერ ბედუკაძე გასამრჯელოს ბიძინა ივანიშვილისგან ელოდა და რომ ივანიშვილი ციხის კადრების შესახებ საქმის კურსში იყო.

გამოძიებამ მიმოწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს. ლაშა ბერულავა კი დღეს პროკურატურაში არ აპირებს დაასახელოს წყარო, ვინც მას აღნიშნული მასალები მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიორი ოპოზიციური ტელეკომპანიის – Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები თურქულმა პოლიციამ შტურმით აიღო+video
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოვიპოვე