ჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ბერულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს, “განსხვავებული აქცენტებისთვის” მიცემულ ინტერვიუსთან და ჯღარკავა-ბედუკაძის სკანდალურ მიმოწერასთან დაკავშირებით.

“დღეს 18:00 საათამდე არ მეცლება, შეიძლება, ხვალ მოვიდე?” – ვეკითხები გამომძიებელს, რომელიც ტელეფონზე დამიკავშირდა.

“არა, უმჯობესია, დღეს მობრძანდეთ, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქმის შესწავლა”, – მიპასუხა მან.

მოკლედ, 18:00-ზე შევთანხმდით.

P.S. – როცა თვითონ უნდათ, დაჩქარებულად ოპერატიულები არიან”,-წერს ბერულავა

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილმა ”ნაციონალურ მოძრაობას” ოფისი “უფასოდ” დაუთმო
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის აზრით პრეზიდენტი არ უნდა დაიკითხოს