ჟურნალისტების მკვლელმა თავისი საქციელი ახსნა

ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელი დაკავებულიავესტერ ლი ფლანაგანი, რომელმაც ვირჯინიაში პირდაპირ ეთერში ჩახოცა WDBJ7-ის კორესპონდენტი და ოპერატორი, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარდაიცვალა. მან სიკვდილის წინ ტელეკომპანია ABC News-სს ფაქსით გაუგზავნა შეტყობინება, სადაც საკუთარი საქციელის მოტივები ახსნა.

23 გვერდიან შეტყობინებაში ფლანაგანი აღწერს ყველაფერს, რაც მას არ აწყობდა და არ უყვარდა ცხოვრებაში. მისი თქმით, ის ცხოვრობდა როგორც “ასაფეთქებლით სავსე კასრში”.
როგორც ფაქსშია ნათქვამი, მას აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია აშფოთებდა, რომელსაც თვითონაც არა ერთხელ შეეჯახა რამდენიმე მიმართულებით – იმიტომ, რომ იყო შავკანიანი, და იმიტომ, რომ იყო გეი.

ფლანაგარი WDBJ7-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაითხოვეს სამსახურიდან. ის ასევე წერს, რომ სამსახურშიც ავიწროვებდნენ.

მისი თქმით, ჟურნალისტი და ოპერატორი იმიტომ ჩახოცა, რომ 17 ივნისს აფროამერიკულ ეკლესიაში მომხდარი 9 ადამიანის მკვლელობისთვის შური ეძია.

24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ქალაქ მონეტში ინტერვიუს დროს, პირდაპირ ეთერში ჩასხრილეს.

ფლანაგარი სროლის შემდეგ თავის მოკვლას შეეცადა საკუთარ ავტომობილში, მაგრამ გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ, სადაც მკვლელი მუშაობდა, განაცხადა, რომ ის მუდამ რაღაცით უკმაყოფილო იყო , რაც მასთან მუშაობას ართულებდა.
თავდასხმა გრინვიჩის დროით 10.45 წუთზე მოხდა.

პარკერი ტურიზმის თემაზე ლაპარაკობდა, როცა 8 გასროლა გაისმა, რომლის შემდეგაც კამერა ჯერ გადაიხარა, შემდეგ კი მიწაზე დავარდა, ამასთანავე ისმოდა კივილი. ქალი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდნენ, ზურგში დაიჭრა, მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. მისი მდგომარეობა არ არის საშიში.
ფლანაგარმა მკვლელობის ვიდეო ტვიტერის საკუთარ აკაუნტზე დადო, მაგრამ ის მალევე დაბლოკეს.
“ეს არ არის ტერორიზმი, ეს სისხლის სამართლის საქმეა” – განაცხადა ვირჯინიის გუბერნატორმა ტერი მაკოლიფმა.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება, რომ იარაღის შესახებ კანონი გაამკაცრონ და განაცხადა, რომ ვირჯინიის ინციდენტი “ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც უკვე ძალიან ბევრი ხდება“.

ჟურნალისტ პარკერს 19 აგვისტოს 24 წელი შეუსრულდა.

banner
წინა სტატიაში“ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში – უპრეცენდენტო ნაბიჯი” – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული “ბიბისი” სტატიას
შემდეგი სტატიაახალი სასწავლო წელი 14 სექტმბერს დაიწყება!