ჟირინოვსკი: სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისკენ მიდის (VIDEO)

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რუსულ რადიოსადგურ ,,გავარიტ მასკვას,, ეთერში აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისკენ მიდის და მას, როგორც სტალინს შესთავაზებენ უკრაინას…
ჟიირინოვსკიმ ვრცლად და ჩვეულ სტილში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე… უწოდა მას რუსეთისა და აშშ-ს აგენტი და განაცხადა, რომ ის როგორც საქართველოს ასევე რუსეთის მიმართ შურისძიებით არის დაკავებული.
გადაცემის ფარგლებში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უმიზნებს თუ არა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობას, ჟირინოვსკიმ განაცხადა:
,,შესაძლებელია… ეს როგორც ერთ-ერთი ვარიანტი განიხილება… იმიტომ, რომ ამერიკელებს ეს დასჭირდებათ… ის მათი დიდიხნის კლიენტია. მას შეუძლია უხეშად დაძაბოს სიტუაცია და ნამდვილად გაანადგუროს ყველა ოლიგარქიული კლანი… თვითონ ის არც ერთში შედის. ეს არის როგორც ტრამპლინი… ჯერ მსხვილი ოდესის ოლქი, ხოლო შემდგომ პრეზიდენტობისკენ წავა. ის შეეცდება დაეხმაროს, რომ იქ წესრიგი დაამყარდეს… იტყვიან, რომ ნახეთ რა კარგად მიდის ყველაფერი ოდესაში… 1-2 წლის მერე კი… 2018-ში უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც დამთავრდება და ,,აბა მიშიკო … მოდი ახლა მთელი უკრაინის მასშტაბით იგივე გავაკეთოთ,,… ეს სავსებით შესაძლებელი ვარიანტია, რომ მისცენ ახალი სტალინი უკრაინას. სისხლი იგივეა… ქართული სისხლი. არ დაენანება უკრაინა… რუსეთი… რა განსხვავებაა? ეს ხომ საქართველო არაა?!,, განაცხადა ჟირინოვსკიმ

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიციპრასმა ბერძნებს მოუწოდა უარი უთხრან “შანტაჟს”
შემდეგი სტატიადოიჩე ველე: საბერძნეთი ოფიციალურად გაკოტრებულად გამოაცხადეს