ჟვანიასა და უსუპოვს შორის სექსუალური კავშირი არ დასტურდება

resizedimage-1დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე ლევან ჩაჩუას მიერ შედგენილ სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს შორის „დელიკატურ საკითხებს“ ადგილი არ ჰქონია.

“გვამის კვლევის დრო, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ძალადობის შედეგად გარდაიცვალა თუ მიოკარდიუმის ინფარქტით, ექსპერტი ვალდებულია, ყურადღებით დაათვალიეროს და შეისწავლოს გვამის გარეგანი სასქესო ორგანოები – როგორც ქალზე, ისე მამაკაცზე. ასეთ თემებზე საუბარი, ცოტა არ იყოს უხერხულია, მაგრამ მოგახსენებთ იმას, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ვალდებულებებში შედის. ასე, რომ მამაკაცის შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია, აღწეროს სასქესო ასოს მდგომარეობა, კერძოდ, ფარავს თუ არა ჩუჩა სასქესო ასოს თავს.

რაულ უსუპოვს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ჩანს, რომ მას მუსულმანური წესით წინადაცვეთა ჰქონდა გაკეთებული და ამიტომ ჩუჩა ასოს თავს არ ფარავდა. ხოლო ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში – ის ქრისტიანი იყო და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

ვიმეორებ, სიკვდილის სახეობის მიუხედავად, ექსპერტი ვალდებულია, ნახოს სათესლე ჯირკვალი იკუმშება თუ არა სათესლე პარკში. როგორც უსუპოვის, ისე ჟვანიას შემთხვევაში, ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში იყო მოთავსებული და აქ რაიმე პათოლოგიას, ანომალიას ან დაავადებას ადგილი არ ჰქონია.

ექსპერტი ვალდებულია, ყურადღება გაამახვილოს, მამაკაცის სასქესო ასოზე ხომ არ არის რაიმე დაზიანება, სისხლჩაქცევა, ნასკდომი ან წანაცხი, მაკროსკოპული გამოკვლევის დროს, ხომ არ გამოჩნდა განავლის ნაწილაკები.

დასკვნაში აღწერილი არ არის, რომ გვამებზე მსგავსი რამ დააფიქსირეს – ასე რომ ყოფილიყო, ექსპერტი ამას აუცილებლად აღწერდა.

ექსპერტი ვალდებულია, გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევასთან ერთად, დააფიქსიროს უკანა ტანის მდგომარეობა – ანალური, ანუ ანუსის მიდამო, აღწეროს ანატომიური აგებულება, დაადგინოს, არის თუ არა პათოლოგია, ან რაიმე გადახრა. უკანა ტანის გასინჯვის პროცესში რაიმე ინსტრუმენტალურ ჩარევას ან მანიპულაციას ადგილი არა აქვს, ექსპერტი მხოლოდ ხელების დახმარებით – დუნდულების გადაწევით ათვალიერებს ანალურ მიდამოს, ე.ი. უკანა ტანის შესავალ მიდამოს.

ორივე გვამის – უსუპოვისა და ჟვანიას გამოკვლევის მონაცემებით, მითითებულია, რომ უკანა ტანის მიდამო სუფთაა, „სუფთას“ ქვეშ ექსპერტები გულისხმობენ იმას, რომ არ აღინიშნება, არც განავლოვანი არც რაიმე წანაცხები. ამას გარდა, უკანა ტანის სისუფთავეში ექსპერტი, არაპირდაპირი მნიშვნელობით, გულისხმობს იმასაც, უკანა ტანიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სქესობრივ კავშირს – აღნიშნული მონაცემებით, არც უსუპოვის, არც ჟვანიასთან მიმართებაში, მსგავსი რამ არ იკვეთება”, – ამბობს “ასავალ-დასავლათან” საუბარში ალექსანდრე გეჯაძე.

 

MEDIAMALL.GE

banner
წინა სტატიაშიფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
შემდეგი სტატია,,ეხო მოსკვი,, – გამოკითხვა საკაშვილზე