ჟენევამდე ჩირიკბამ ე.წ. საქართველოს საზღვარი მოინახულა

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, თავის მოადგილეებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, გალის რაიონი და ენგურზე ე.წ. საქართველოს საზღვარი მოინახულა.

აფხაზური მედიის ცნობით, ჩირიკბა და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების დელეგაცია გალის რაიონის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას და რაიონის  სხვა ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი.

გალში შეხვედრის შემდეგ, ჩირიკბამ და მისმა თანმხლებმა პირებმა, ე.წ. საქართველოს საზღვარზე არსებული ,,ენგურის საბაჟო პოსტად,, წოდებული გადასასვლელი მოინახულეს, სადაც როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის ,,ფე-ეს-ბეს,, მესაზღვრეთა ხელმძღვანელებს შეხვდნენ და არსებულ სიტუაციაზე გაესაუბრნენ.

როგორც აფხაზური მედია იტყობინება, ბოლო პუნქტი ჩირიკბას გალში სტუმრობისა, ენგურჰესი გახლდათ… სადაც ე.წ. მინისტრმა, ობიექტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გალში ვიზიტის შეჯამებისას, დე-ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ,,საზღვრისპირა რაიონში,, სიტუაცია მდგრადი სტაბილურობით გამოირჩევა.

banner
წინა სტატიაშიუზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან ხალხის ამოყვანა ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაუზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან მაშველებმა მოქალაქის ამოყვანა მოახერხეს