ჟანა ნემცოვა: რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა დანაშაულებრივია

nemcovi27 თებერვალს მოკლული ბორის ნემცოვის ქალიშვილმა, რომელმაც რუსეთი დატოვა, კრემლის მედია საშუალებები რუსეთში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.
ჟანა ნემცოვამ ბიბისის დაუდასტურა, რომ რუსეთი დატოვა და ემიგრაციაში ცხოვრობს.
მან ასევე განაცხადა, რომ მუქარებს იღებდა რუსეთში ყოფნისას, რაც გახდა კიდეც ქვეყნის დატოვების მიზეზი.
რუსეთის პრეზიდენტის ბევრმა კრიტიკოსმა დატოვა ქვეყანა უკანასკვნელი წლების მანძილზე, რადგანაც მუქარას იღებდნენ და დევნას განიცდიდნენ.
ბორის ნემცოვის ახლო მეგობარი ვლადიმერ კარა-მუზა გასულ თვეს ჰოსპიტალიზირებული იქნა ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზით. ექიმები ჯერჯერობით ვერ არკვევენ უეცარი შეტევების მიზეზებს. კარა-მუზას მამა ბიბისისთან საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი მოწამლულია.
სტატიაში, რომლის სათაურია «პროპაგანდა კლავს: სახელმწიფო ტვ სიძულვილს თესავს» და რომელიც რუსულმა «ვედომოსტმა» დაბეჭდა, ნემცოვის ქალიშვილი კრემლის ხელისუფლებას და ოფიციალურ პროპაგანდას ნაცისტურ გერმანიას და რუანდას გენოციდის ეპოქებს ადარებს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრები რეგისტრაციას არ გადიან – პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: ევროპელებს მოკავშირეების რუსეთისგან დაცვა არ უნდათ