პუტინს რუსეთში 75%-იანი ნდობა აქვს და კეთილი ვინებოთ, ამას თვალი გავუსწოროთ–პაატა ზაქარეიშვილი

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

"არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია"- პაატა ზაქარეიშვილმა.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსული ანექსია და ოკუპაცია მკაფიოდ გამოკვეთილია, თუმცა ერთი ადამიანი არ შეიძლება სახელმწიფოს მტერი იყოს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

„კეთილი ვინებოთ და ნუ ვაკნინებთ სახელმწიფო საქართველოს. ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. მით უმეტეს, პუტინს რუსეთში 75%-იანი ნდობა აქვს და კეთილი ვინებოთ, ამას თვალი გავუსწოროთ. ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ის, ვინც ჩვენ გვინდა. ეს რაღაც პრიმიტიულობისა და პროვინციალიზმის დამოკიდებულებაა და ერთ ადამიანზე გადაგვაქვს ყველაფერი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, საქართველოს რეალური მტერი ვინ არის.

„რუსული ოკუპაცია და რუსული ანექსია მკაფიოდ გამოკვეთილია. ამიტომ, პიროვნებებში კი ნუ ვეძებთ პრობლემებს, დავინახოთ რეალური, ნამდვილი საფრთხე და ამ საფრთხეს ვებრძოლოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, ზაქარეიშვილის მტკიცებით, სოციოლოციური კვლევა არ შეიძლება აბსოლუტურად მისაღები ან მიუღებელი იყოს.

მისივე თქმით, კვლევაში მონაწილე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა 31%-იანი მაჩვენებელი შეიძლება სერიოზული შეტყობინება იყოს.

„არასდროს ვენდობი სოციოლოგიურ კვლევებს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს. სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების სარკე არ არის. სოციოლოგიური კვლევა თვითონ საზოგადოების ნაწილია და არა საზოგადოების ფოტოსურათი. ამიტომ, ანალიზი სჭირდება მას და არა ემოციური დამოკიდებულება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 31%-ს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება სურს. აღნიშნული კავშირი გამოკითხულთა 41%-ისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი: რუსეთი უფრო მეტს იღებს ევროპასთან მუშაობით, ვიდრე მეზობლებზე თავდასხმით
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი: არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი