პუტინმა ქართველ ბიზნესმენებს შუამავლები გამოუგზავნა?!

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია   
11748738_1619774741640860_634347353_nე.წ. მცოცავი ანექსია თანდათან მორბენალს ემსგავსება – რუსი ოკუპანტები უკვე ისე გათავხედდნენ, რომ „ადმინისტრაციული საზღვრის“ გორის რაიონში გადმოტანას ცდილობენ. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ზომიერი საპროტესტო განცხადებებით შემოიფარგლება. სამაგიეროდ, მედია აქტიურობს – ორი დღის წინ, ქართველი ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ, ადმინისტრაციუცლი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოთხარეს და ოკუპანტებს მიუგდეს! ჩემს კოლეგებს, რასაკვირველია, კრიტიკოსები გამოუჩდნენ. ზოგმა თქვა, ეს პოლიტიკური დემარში იყო, პოლიტიკა ჟურნალისტების საქმე არააო(?!). სოციალურ ქსელში ისეთი პოსტებიც „გაჩნდა“, რომლეთა ავტორებიც „ძია პუტინს“ ლამის ბოდიშს უხდიან, ჩვენი პატრიოტი მედიის „ხუშტურს“ ყურადღება არ მიაქციოთ და თუ რამე გეწყინათ, საკადრისად დაგვსაჯეთო…
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მოსკოვური „ფეშენვიქისთვის“ ემზადება – ბურჯანაძის მერე, კრემლს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯონდი ბაღათურია ესტუმრება.
სტუმრებს, გნებავთ, ვოვას მსტოვრებს არც თბილისი უჩივის – როგორც „თაიმერს“ სანდო წყარომ უთხრა, ერთი წლის წინ დაწყებული „პროექტი“, რომელიც ცოტა ხანს დაპაუზებული იყო, ისევ მოქმედებაში მოვიდა. ლაპარაკია მოსკოვში მცხოვრებ ქართველებზე, რომლებიც თავს, თავიანთი დღე და მოსწრება, ოკუპანტი სახელმწიფოს პირველ პირებთან მეგობრობით იწონებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გადარჩენის გასაღები ქართველების მოსკოვში „37-მანეთად ფრენაშია“.
„პირველად, როცა ეს ვთქვი, არავინ დამიჯერა, მაგრამ რაც ახლა ხდება, მოწმობს, რომ მართალი ვიყავი,“ – უთხრა „თაიმერს“ ინკოგნიტო წყარომ.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა ხდება, რესპოდენტმა, რომელიც ვინაობის გამხელას გასაგები მიზეზების გამო არ აპირებს, ასეთი პასუხი გაგვცა:
„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აი, საქართველომ ევროკავშირთან რატიფიცირების ხელშეკრულებას ხელი რომ მოაწერა, პუტინმა მოსკოვში და, საერთოდ, მთელ რუსეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ქართველს, უკეთესია, ვთქვა, ქართული წარმოშობის ბიზნესმენს, მათ შორის, ხუბუტიას, ებრალიძესა და სხვებს შეუთვალა, რომ მათ „გამოკვებას“, თუ საქმეს არ გააკეთებენ, აღარ აპირებს და ურჩია, რომ საქართველოში წამოსულიყვნენ და ხალხში ანტიევროპული კამპანია დაეწყოთ. გარდა ამისა, ამ ტიპებმა მიიღეს დავალება, რომ საქართველოში საშუალო და წვრილი ბზინესის წარმოამდგენლებს შეხვედროდნენ და შეეთავაზებინათ, რომ მათ ბიზნესში დიდ ინვესტიციას ჩადებდნენ, თუმცა პუტინის დესანტმა დავალება ვერ შეასრულა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მეწარმემ, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, მათ ინვესტიციის ჩადებაზე უარი უთხრა,“ – ყვება „ტაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი.
ამასთან, „თამერის“ წყარო კიდევ ერთ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ფულის სათხოვნელად რუსეთის ფედერაციაში იყო ჩასული, სადაც ერთ-ერთ დიდ ქალაქში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში, არცთუ გავლენიან რუსს შეხვდა. ლაპარაკი იყო რამდენიმე ასეულ „მწვანეზე“, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მართალია, წყარო ამ ამბის ქართველი პერსონაჟის ვინობას არ აკონკრეტებს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ის პოლიტკით დაკავებული ელემენტია.
საგულისხმოა, რომ რუსული ფულის გააქტიურებაზე, გასნაკუთრებით, ე.წ. მესამე სექტორში, ანუ არასამთავრობოებსა და მედიაში თავის დროზე განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამც გააკეთა. მაშინ ალასანიამ ისიც განაცხადა, რომ რუსული სატელევიზიო არხების აკრძალვის მიზნით, გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს.
რუსულ თემაზე საუბრის დროს, „თაიმერის“ კიდევ ერთი წყარო აცხადებს, რომ ფსბ-სა და გრუ-ს თავიანთი აგენტურა მხოლოდ უმაღლეს ეშელონებში კი არა, მოსახლეობაშიც ყავთ, რომლის საშუალებითაც საქართველოში არსებული სრული სურათი ზედმიწევნით იციან.
„ხურვალეთის ინციდენტი, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვეულებრივი პროვოკაცია, უფრო სწორად, ერთგვარი ტესტია – თუ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას საყოველთაო უკმაყოფილება მოყვებოდა, მაშინ კრემლი მოქმედების ტაქტიკას შეცვლიდა, მაგრამ ახლა, ხომ ხედავთ, რომ მხოლოდ მედია და საზოგადოების ნაწილი აქტიურობს, თუმცა რუსები საზოგადეობის სწორედ ამ ნაწილის განეიტრალებას ცდლობენ, რადგან იციან, რომ განათლებული და გონიერი ადამიანები საქართველოს ევროინტეგრაციაზე უარს არასოდეს იტყვიან. ამ ხალხის საპირწონედ ბურჯანაძე და მის გარშემო შეკრებილი არარეიტინგული პეროსნები ვერ გამოდგებიან. მართალია, პრორუსული ვნებები თითო-ოროლა მსახიობსა და სხვა ცნობად სახესაც აწუხებს, მაგრამ ამინდს ვერც ისინი შექმიან. არ მგონია, რომ ივანიშვილმა კრემლის ინტერსების გატარებას ვიზა ღიად მისცეს, რადგან მან დასავლეთისა და აშშ-ის ძალა კარგად იცის, თუმცა იგივეს „ოცნების“ წვრილფეხობაზე ვერ ვიტყვი,“ – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშივიქტორია ნულანდი: აშშ უკრაინას ირანზე არ ცვლის
შემდეგი სტატიააფხაზეთში პოლიციის უფროსის მანქანა დაცხრილეს…