პუტინმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, დღეს დილით 08.00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სამხედრო ოლქისა და ჩრდილოეთის ფლოტის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და  შემოწმების ბრძანება გასცა.

განგაშის გამოცხადებით, საბძოლო მზადყოფნაში მოყვანილ იქნა 38.000 სამხედრო მოსამსახურე, 3360 საბრძოლო ტექნიკა, 41 საზღვაო ხომალდი, 15 წყალქვეშა ნავი, 110 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ სამზედრო ოლქში და ფლოტის შეიარაღებაში იმყოფება.

გარდა შემოწმებისა, სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სხვა მიზეზი შოიგუს არ დაუსახელებია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს 300 მედესანტე უკრაინულ გვარდიას გაწვრთნის
შემდეგი სტატიაათდღიანი გაუჩინარების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა