პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზა

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებიდან ხალხის გადინება შესამჩნევია. “ნახევარზე მეტმა დატოვა ქვეყანა, ბარემ ჩვენთან წამოვიდნენ” – თქვა მან. უკანასკნელი მონაცემებით, კალინინგრადის მხარეში, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 1,4 მილიონი დარჩა.
პუტინმა განცხადება ფესტივალ «Голосящий КиВиН»-ზე გააკეთა, რომელიც მიმდინარე წელს კალინინგრადში ტარდება.
გუბერნატორის მოადგილემ ცუკანოვმა პრეზიდენტ პუტინს იდეა შესთავაზა, რომ უცხოელებს, რომლებიც «Голосящий КиВиН»-ის ბილეთს იყიდიან, უვიზო შესვლა დაუწესდეთ ქვეყანაში.

კავეენის ერთ-ერთი გმირი თვითონ პუტინიც იყო ანგელა მერკელთან და ბარაკ ობამასთან ერთად.
“ხულიგნები” – თქვა პუტინმა სიცილით გუნდის ხუმრობაზე.

banner
წინა სტატიაშითბილისი 2015 – განათლების მინისტრი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“საქართველო სტაბილური ქვეყანაა და შეუძლია ასეთ ღონისძიებებს უმასპინძლოს,”- თინა ხიდაშელი