პუტინმა კადიროვი ორდენით დააჯილდოვა

22 მაისს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტის კადიროვის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტი იუწყება, ორდენი კრემლში თავად ვლადიმერ პუტინმა გადასცა რამზან კადიროვს.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვს საპატიო ორდენი შრომითი მიღწევების, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურის გამო გადაეცა.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ორდენის გარდა, კადიროვს რუსეთის გმირის წოდება, სამშობლოს წინაშე დამსახურების მე-4 ხარისხის ორდენი, ორდენი მამაცობისათვის, ორგზის საზოგადოებრივი წესრიგის სანიმუშო დაცვის მედალი, სიკეთის ორდენი, უშიშროების საბჭოს მედალი ,,ნაციონალური უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის,, და ,,რუსეთის ბავშთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის,, მედალი გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიპორნოვარსკვლავი მილიარდერმა 15 წლით იყიდა
შემდეგი სტატიაჯონ კერი: აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში დაეხმარება