პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა.

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღორუსეთის მოქალაქეების თქმით, პრეზიდენტი პუტინი წარმატებულად ართმევს თავს მოვალეობებს – ასეთია მარტის „ლავანდა-ცენტრის“ გამოკითხვები.
გამოკითხული მოქალაქეების ნახევარი მას თითქმის ენდობა, მეოთხედი კი სრულიად ენდობა.
„აღფრთოვანება“ – ამ სიტყვებით გამოხატეს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება გამოკითხულთა 10%-მა.
გამოკითხულთა ნახევარი პუტინის მიერ ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებას დადებითად აფასებს, რომელიც კრემლის შესახებ ფილმში იყო ნაჩვენები.
დაახლოებით იგივე ოდენობის რესპოდენტები თვლიან, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახალხოდ არ უნდა გაირჩეს.
სხვა კვლევების მიხედვით, რომელიც ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“ ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს მალე, პუტინს რესპოდენტების სამი მეოთხედი მისცემდა ხმას. სახელმწიფოს მეთაურით კმაყოფილია გამოკითხულთა 88%.

banner
წინა სტატიაში„მივესალმები, თუ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლება“
შემდეგი სტატიაიოახიმ ლიოვი – გერმანიის ნაკრები ცეცხლს დაანთებს, რომ 3 ქულა მოიპოვოს