პუტინი ჩინეთს მიემგზავრება…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 2 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა…

გავრცელებული ინფორმაციით პუტინი, პეკინში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრება და შეხვედრებს გამართავს, როგორც ჩინეთის ხელმძღვანელობასთან, ასევე საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩასულ ვენესუელის, ლაოსის და ჩეხეთის პრეზიდენტებთან.

რუსეთის პრეზიდენტის აპარატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრებს ჩინეთის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იქნება განხილული.

 

banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ოთხი ტყვე ცოცხლად დაწვა (VIDEO)
შემდეგი სტატიანიკოლა სარკოზის მამა მოსკოვში ზურაბ წერეთელს სტუმრობს…