პუტინი უკრაინის ინტერვენციისთვის 2005 წლიდან ემზადება

პუტინი უკრაინის ინტერვენციისთვის 2005 წლიდან ემზადება

პუტინი უკრაინის ინტერვენციისთვის 2005 წლიდან ემზადებარუსეთის უკრაინაში შეჭრა სპონტანური გადაწყვეტილება არ ყოფილა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ ნაბიჯისთვის 2005 წლიდან ემზადებოდა და ამაში დიდი როლი დასავლეთის სისუსტემ ითამაშა – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების ექს-ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა იგორ სმეშკომ ილაპარაკა თავის სატელევიზიო ინტერვიუში.
“ასევე, 10 წლის წინ იუშენკოს დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგად, შემდეგ კი იანუკოვიჩის მიერ პროფესიონალების ძალოვანებიდან დათხოვნამ კატასტროფული შედეგი მოგვცა” – ამბობს სმეშკო.
მისი თქმით, 10 წლის წინ პუტინს ნარინჯისფერი რევოლუციის შეეშინდა და უკრაინული საკითხის ძალის მიერი ხერხებით მოგვარებაზე დაიწყო ფიქრი.
“2005 წელს პუტინმა უკრაინის ინტერვენციისთვის დაიწყო მზადება. მას მართლაც შეეშინდა პირველი მეიდანის. თავისუფლება და დემოკრატია მისი ევროპული გაგებით, რუსეთის იმპერიის საზღვრებს უახლოვდებოდა, სადაც თვითონ სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა აბსოლუტურად არ გულისხმობს უფლებებს და თავისუფლებას. ავტორიტარული და ნეოფეოდალური რუსეთისთვის დემოკრატია – ეს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეა. როცა უკრაინა ევროპული გახდება, რაც თავისთავად ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს, ეს რუსეთის მოსახლეობაზე უძლიერესი მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება და ასეთ სიტუაციაში კრემლს უკვე აღარ შეეძლება ტელე-ყუთით ხალხის ზომბირება” – ამბობს გენერალ-პოლკოვნიკი სმეშკო.

მისი თქმით, მომხდარში თავისი დიდი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის, რომელმაც ვერა და ვერ შეიმუშავა უკრაინის ევროინტეგრაციის კონცეფცია.

banner
წინა სტატიაში1 იანვრიდან 31 ივლისამდე, ყველაზე დიდი შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტიამ მიიღო
შემდეგი სტატიაჩინეთში აფეთქების ადგილას ხელახლა გაჩნდა ცეცხლი