პუტინი: სამხედრო პოტენციალის გაზრდა მშვიდი ცხოვრების გარანტიაა

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო„თავდაცვის პოტენციალის გაზრდა რუსეთის სუვერენული განვითარების და მშვიდი ცხოვრების გარანტიაა“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში უმაღლესი ოფიცრების შეხვედრის ცერემონიაზე.
„სამხედრო მშენებლობა, თავდაცვის პოტენციალის გამტკიცება, ისევ გაგრძელდება სისტემურად და თანმიმდევრობით. ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის განვითარების გზაზე, ჩვენი მილიონობით მოქალაქის მშვიდობის და სიმშვიდის გარანტი“ – თქვა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში სამხედროების ინტენსიური საომარი მომზადება გრძელდება.
პუტინის ბრძანებით სამხედრო მზადყოფნის ბოლო მოულოდნელი შემოწმება16-21 მარტს მოხდა აღმოსავლეთის ფლოტში. ასეთი შემოწმებები ნატოს შეშფოთებას იწვევს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით „მოულოდნელი სწავლებების გაზრდა სტაბილურობას ვერ შეუწყობს ხელს.“
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთისათვის სტრატეგიულ რაიონებში კონფლიქტის პოტენცია იზრდება და წარმოიქმნება საშიშროებები, რომელიც არ შეიძლება რუსეთმა უგულებელყოს“.

banner
წინა სტატიაშინიკიტა მიხალკოვი პუტინს მილიარდ რუბლს სთხოვს
შემდეგი სტატიასროლა მილანის იუსტიციის სასახლეში