“პუტინი დღემდე სახალხოდ მემუქრება მოკვლით”

მე ნახევრად მეგრელი ვარ,იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის გვერდით ვერასოდეს იმუშავებს ისეთი ადამიანი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა ორაზროვანი პოზიცია აქვს.

ასე გამოეხმაურა ოდესის გუბერნატორი, მისი თანაშემწის მარია გაიდარის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებზე.
“მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც ის დღემდე სახალხოდ მემუქრება მოკვლით. ჩემს გვერდით ვერასოდეს იმუშავებს ადამიანი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ორაზროვანი პოზიცია, შესაძლოა მინიშნებითაც კი ჰქონდეს. პირიქით, ყველაფერი რაც პუტინს “აფეთქებს”, უკრაინის სასიკეთოდ მოქმედებს და აახლოვებს ჩვენს გამარჯვებას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
banner
წინა სტატიაში“გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს”
შემდეგი სტატია“თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის”