პუტინის მეუღლე – ალინა კაბაევა, ცხინვალში სპორტის სასახლეს ხსნის… (+ფოტოები)

ალინა კაბაევა, ცხინვალში სპორტის სასახლეს ხსნის..

CXINVAL-SPORT-0რუსული მედიის ცნობით, დღეს 12 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება სპორტის სასახლე ,,ოლიმპი,, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, ყოფილი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას საქვემოქმედო ფონდის მიერ იქნა აგებული…

ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალი ალინა კაბაევა, რომელიც ზოგიერთი ინფორმაციით უკვე რუსეთის პრეზიდენტის  ცოლის სტატუსითაც სარგებლობს, ცხინვალში სპორტის სასახლის მშენებლობის იდეით 2008 წლის ომის შემდგომ ცხინვალში ვიზიტისას დაინტერესდა…

CXINVAL-SPORT-1კაბაევას ფონდი ამ იდეის განხორციელებას მართალია 7 წელი მოუნდა, მაგრამ  პროექტის რამდენიმეჯერ ცვილების მიუხედავად ეს შენობა მაინც ააგო.

გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა, სხვა ცნობილ რუს სპორტსმენებთან ერთად მისი ფონდის მიერ აგებული შენობის გახსნას ცხინვალში, თავადაც დაესწრება…

www.timer.ge

CXINVAL-SPORT-3

CXINVAL-SPORT

CXINVAL-SPORT-2

banner
წინა სტატიაშიგერმანია – საქართველო 2:1 (VIDEO)
შემდეგი სტატიაNATO-ს მოწინააღმდეგების შეკრება თბილისში (VIDEO)