პუტინის მესიჯები პეტერბურგიდან

პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 18 დან 20 ივნისის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანკტ პეტერბურგში იმართება, პრესკონფერენციაზე, სადაც  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საბერძნეთის პრეზიდენტი ალექსის ციპრასი და ჩინეთის ვიცეპრემიერი ჩჟან გაოლიც იმყოფებოდნენ,   სიტყვით გამოსვლისას  პუტინმა რამდენიმე საყურადღებო მესიჯი გააჟღერა:

,,რუსეთი არავისთან და მათ შორის ჩინეთთანაც არ ამყარებს კავშირებს ვინმეს წინააღმდეგ,,

,,მე იმედი მაქვს რომ ჩვენ აღვადგენთ აშშ-სთან ურთიერთობების ადრეულ დონეს, რაც მოგვცემს წინსვლის საშუალებას,,

,,აშშ-ს მოქმედებებს მივყავართ ახალი ცივი ომისკენ,,

,,რუსეთთან არ შეიძლება ულტიმატუმებით საუბარი. აშშ მუდმივად თავს ახვევს რუსეთს საკუთარ სტანდარტებს, მაგრამ მოსკოვი თვითონ განსაზღვრავს რა იქნება მისი მოთხოვნები და ინტერესები,,

,,რუსეთს იმედი აქვს უკრაინასთან  სრულფასოვანი, სანდო და თანასწორუფლებიანი დიალოგის,,

,,რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მინსკის ხელშეკრულებები შესრულდეს, თუმცა მას ამის გაკეთება ცალმხრივად არ შეუძლია,,

,,უკრაინის კონფლიქტის მიზეზი არა რუსეთი იყო, არამედ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების დამხობა,,

,,რასაც ჩვენ ვერ დავთანხმდებით უკრაინაში ვერასდროს, ეს არის, რომ ვინმემ რამეზე და სადღაც ძალისმიერი პოზიციიდან ისაუბროს,,

,,მიუხედავად ყველა დღევანდელი სირთულისა, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ერთი ეთნოსი, საერთო ისტორიით და კულტურით და განწირული ერთიანი მომავლით,,

,,დასავლეთის მიერ ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით ყველაფერი არც ისე ცუდადაა… არის პლიუსებიც და მინუსებიც,,

,,ხელისუფლებების დამხობამ ახლო აღმოსავლეთში ააყვავა ისეთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, როგორიცაა ,,ისლამური სახელმწიფო,,

,,ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს გამოიყენოს დამატებითი ძალისხმევა ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ,,

,,ჩვენ მზად ვართ, რომ ვესაუბროთ სირიის ლიდერს ბაშარ ალ ასადს, რომ მან ჯანსაღ ოპოზიციასთან ერთად გაატაროს პოლიტიკური რეფორმები,,

,,ჩვენ გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული იქნება და ეს შესაძლებელია ბარაქ ობამას მოღვაწეობის მთავარი მიღწევა იყოს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე,,

,,რუსეთს აინტერესებს რა მოხდება ევროპაში, რამეთუ ის ჩვენი უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია,,

,,ჩვე არ ვიქცევით აგრესიულად. ჩვენ უფრო დაჟინებით და თანმიმდევრულად დავიწყეთ ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენ დიდხანს, შეიძლება ითქვას ათწლეულები ვდუმდით და ვთავაზობდით თანამშროლობის მრავალ ელემენტს, თუმცა ჩვენ გვექაჩებოდნენ და გვექაჩებოდნენ იქამდე, რომლის იქითაც  უკანდახევა ჩვენ არ შეგვეძლო,, 

,,არ არის საჭირო მსოფლიოს გადაკეთება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ და პრობლემები ერთობლივად გადავწყვიტოთ,, აცხადებს პუტინი.

TIMER-AA

 

banner
წინა სტატიაშიპროექტის ავტორის თქმით, ის, რაც პირველ რიგში დროულად უნდა გაკეთდეს, დაზიანებული გზის აღდგენაა
შემდეგი სტატია„შეიქმნება თემატური ჯგუფები, რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან“