პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის გაძვირების პროცესი ბაზარზე უკვე დაწყებულია

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში პურის ფასის ზრდაა მოსალოდნელი. როგორც დოლიძემ “TVპალიტრის” დღის შოუს, “შუადღის ამბების” ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ამის სიმპტომები უკვე შეინიშნება, საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება გაზარდა, მათ კი, ვინც ფასი არ მოუმატა, პურის წონას დააკლო.
მისივე თქმით, პურის ფასის შესაძლო მომატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ძირითადი ნედლეულის – ფქვილის ფასის საგრძნობი მომატებაა. როგორც დოლიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ წელს ხორბლის დიდი მოსავალია, ფქვილის ფასმა მოიმატა და ერთი ტომარა 37 ლარიდან 44 ლარამდე გაიზარდა.
“რამდენადაც ვიცი, ბაზარზე შეფერხებებია სხვა ქვეყნის ფქვილზე. არის ვერსია, რომ სურთ ხელი შეუწყონ ადგილობროივ წარმოებას. მეც მხარს ვუჭერ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ღონისძიებებს, მაგრამ არა იმ მეთოდით, რომ ეს ჩვენი და მოსახლეობის ხარჯზე მოხდეს”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს ჯერ უჭირს პროგნოზირება, რამდენით ან როდიდან გაიზრდება პურზე ფასები მასობრივად, თუმცა ამბობს, რომ პროცესი ბაზარზე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გახდა
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილეებად თეიმურაზ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე და დავით ხუციშვილი დაინიშნენ