“პურზე ფასის ზრდა იმპორტის შეფერხების მიზეზით არ მოხდება”

შპს “მარგის” დირექტორი ნუგზარ ღონიაშვილი, რომელიც ფქვილის ერთ-ერთი იმპორტიორია, პურზე ფასის მომატებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, საბაჟოზე ტვირთის შეფერხების პრობლემა მოგვარებულია.

ღონიაშვილის განცხადებით, საბაჟოზე იმპორტირებული ფქვილის გაჩერების მიზეზი ხარისხის კონტროლის შეფერხებული მუშაობა იყო.

“ფასმა მოიმატა ფქვილზე, მაგრამ ეს მომატება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ გარკვეული შეფერხებები იყო გარკვეული პერიოდის წინ. ეს პრობლემა აღარ არსებობს. საბაჟოზე იმპორტირებული ფქვილი თვეზე მეტი იყო შეფერხებული. ბიზნესომბუდსმენთან ვიყავით ამ საკითხზე მისულები. ორი შეხვედრა გვქონდა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საკითხს განიხილავდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გვაცნობეს, რომ პრობლემა აღარ იარსებებდა. სულ მოკლე ხანში დავინახეთ, რომ მართლაც ასეა. საბაჟოზე იმპორტირებული ფქვილის გაჩერების მიზეზი იყო ის, რომ მისი ხარისხის შემოწმება გაწელილ ვადებში ხდებოდა. იმის წინააღმდეგი არავინაა, რომ ხარისხი შემოწმებულიყო, თუმცა, ახლა უფრო ნაკლებ დროში ხდება ეს ყველაფერი და პრობლემაც მოგვარებულია. კონკურენცია უკვე როცა აღარ იყო, ვიღაცეებს შეეძლოთ ესარგებლათ, მაგრამ ახლა როცა კონკურენციამ მოიმატა, ფასიც დარეგულირდება. თუმცა, შეიძლება ლარი გაუფასურდეს და ამან გამოიწვიოს პურზე ფასის ზრდა, მაგრამ იმპორტის შეფერხების მიზეზით ეს არ მოხდება”, – განუცხადა შპს “მარგის” დირექტორმა ნუგზარ ღონიაშვილმა “პირWელს”.

banner
წინა სტატიაში2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 87%-ით გაზრდილა – საქსტატის დაზუსტებული მონაცემები
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება