პროცესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნით გადაიდო

ივანიშვილი "სუხიშვილების" ქორეოგრაფიულ დასს 70 წლის იუბილეს ულოცავსრატომ გადადო მოსამართლე ურთმელიძემ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა- ამ საკითხზე ინფორმაციას გაზეთი „ქრონიკა+“ ავრცელებს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პროცესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნით გადაიდო, რადგან ახლა შესაძლოა სცენარი ქართული ოცნებისთვის ხელსაყრელად არ განვითარდეს და ხელისუფლება შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს- ძალით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და სპეცრაზმი შეიყვანოს ტელევიზაიში, ან თავი შეიკავოს ამისგან. როგორც გაზეთი წერს, რუსთავი 2-ის გამო მთავრობამ შესაძლოა მძიმე პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და მეტიც, ივანიშვილს, რომლის ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკაშია დაბანდებული, შესაძლოა ანგარიშები გაუყინონ:

„ თუ აღსრულებაზე მისულ აღმასრულებლებს ტელევიზიის შენობაში არ შეუშვებენ, მაშინ „გაფარჩაკებისა“ და სისუსტის დემონსტრირების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს იძულებით, იძულებით აღსრულება ტელევიზიაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ან სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას გულისხმობს, ეს კი ხელისუფლებისთვის ხარაკირია. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და „იმედი“ დაარბია. ეს წყალგამყოფი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორედ მოგების შემდეგ ამერიკაში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს „იმედის“ დარბევის გამო თითი უქნიეს. ამ დროიდან დაიწყო მისი ხელისუფლების დემონტაჟი, რაც საბოლოოდ მიშას ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდა. „რუსთავი 2“-ის გამო ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მართალია, მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ის რუსული პროექტია და ამერიკელები არ აინტერესებს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, _ ვინ, ვინ და სწორედ ივანიშვილმა იცის, რა როლი ითამაშა 2012 წელს არჩევნების მოგების მერე გართულებების თავიდან აცილებაში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. იცის ისიც, რომ მისი ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკაშია დაბანდებული და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მას ანგარიშები გაუყინონ, ამიტომ ვერ „დაიკიდებს“ ვერც ამერიკის ელჩის და ვერც სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. ბოლო დროს მას დიპლომატიის ენაზე ცხადად და მკაფიოდ ეუბნებიან, _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება, თუ „რუსთავი 2“, როგორც კრიტიკული ტელევიზია, აღარ იარსებებს,“ – წერს „ქრონიკა +“.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში პირდაპირი ეთერის გამოსართველად ე.წ. რუბილნიკს ეძებდა – რა მოხდა 2005 წელს
შემდეგი სტატიაგიორგი თარგამაძის შეფასებით რუსთავი 2 ე.წ მოდარაჯე ძაღლის პოზიციაშია+ვიდეო