პროტესტი მოლდოვაში

პროტესტი მოლდოვაში

m4 მოლდოვას დედაქალაქში მეორე კვირაა მიმდინარეობს ანტისამთავრობო პროტესტი. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პარლამენტის დაშლას ითხოვენ, ისინი ხელისუფლებას საერთო ეროვნული გაფიცვებით ემუქრებიან. მთავრობა გადადგომაზე არ ფიქრობს და ამბობს, რომ ახალი არჩევნები ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება.

“შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს – დიალოგი, საუბარი” – ამბობს მოლდოვას პარლამენტის სპიკერი ანდრიან კანდუ. მისი თქმით, მომიტინგეებთან დიალოგი გასული კვირიდან დაიწყო. გარდა ამისა, კანდუს განცხადებით, ორივე მხარე ერთმანეთს ინტენსიურად ხვდება სატელევიზიო შოუებში.
პრემიერი ვალერი სტრელეცი რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

პარლამენტის სპიკერი ერთ-ერთი პირველია სიაში, რომლის გადადგომასაც მოითხოვს ხალხი: ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გადადგომის საკითხის სხდომაზე გატანაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ეს თემა ჯერ მსოფლიო ბანკმა უნდა განიხილოს.
ანდრეი ნესტასეს თქმით, რომელიც პროტესტის მაკოორდინებელი ორგანოს ხელმძღვანელია, ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი გამორიცხულია. “ისინი უბრალოდ დაგვცინიან” – ამბობს ნესტესი დიალოგის ფორმატზე.

პროტესტი მოლდოვაში

 

მოლდოვას პროტესტის მამოძრავებელი გაერთიანება მიმდინარე წლის ზამთარში შეიქმნა სამოქალაქო პლათფორმა “ღირსება და სიმართლის” ბაზაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან გაერთიანებული.

“მიზეზები, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა არის სიღარიბე, იმედგაცრუება პროევროპული კოალიციის მიმართ, რეფორმების უქონლობა და ყველაზე მთავარი – კორუფცია ყველა დონეზე” – ამბობს ნესტასე.

გასულ წელს ქვეყნის საბანკო სისტემამ მილიარდი დოლარი გასცა. ზუსტად ამ ფაქტს უკავშირებს მოსახლეობა ეკონომიკური სისტემის მოშლას ქვეყანაში.

“ღირსება და სიმართლე” ამ საკითხის გამო ატარებდა პროტესტებს. მათი ლოზუნგი იყო “მილიარდის მოპარვის გამოძიება”, დამნაშავეების დასჯა და რეფორმების გატარება. თუმცა, მათ პროტესტზე ხელისუფლებას რეაქცია არ ჰქონია.

ზუსტად ეს გახდა 6 სექტემბრის მოლდოვას ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციის ჩატარების მიზეზი: პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

“მომიტინგეების მოთხოვნის ნაწილი სინამდვილეა. ბევრი მათგანი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში დევს უკვე, ჩასმულია ასევე საპარლამენტო სესიებში. ხელისუფლება ამაზე მუშაობს” – განაცხადა კანდუმ.

m2

 

მოლდოვას საპროტესტო ისტორია უკვე არ აღიქმება როგორც “წარმატების ისტორია” ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ევროინტეგრაციის საკითხში.

კანდუს თქმით, რეფორმების რადიკალურ დაჩქარებას და კორუფციასთან ბრძოლის გაცოცხლებას შეუძლია მოლდოვას “აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის” არაფორმალური ლიდერის სტატუსი მისცეს.

“მაგრამ მოთხოვნების ნაწილი, მაგალითად, პარლამენტის დათხოვნა – ექსტრემალურია. ახლა ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება და არა ახალი პოლიტიკური კრიზისი” – ამბობს სპიკერი.
ვალერი სტრელცის მთავრობა, რომლის გადადგომასაც ითხოვენ, სულ რამდენიმე თვეა მუშაობს. საჭიროა კიდევ რამდენიმე თვე იმისათვის, რომ ხელისუფლების მუშაობა შეფასდეს – ამბობს კანდუ.

ანდრეი ნესტასეს თქმით, მომიტინგეები ხელისუფლების გადადგომას ზუსტად იმიტომ ითხოვენ, რომ მათ რეფორმის პროცედურები არც დაუწყიათ, არ დაწყებულა ანტიკორუფციული ცენტრის მუშაობა, იმის მიუხედავად, რომ ეს მთევრობას ევალება. მოქმედი მთავრობის ბევრი მინისტრი ძველი კადრია, რომელთა მუშაობის შედეგი უკვე იწვნია ქვეყანამ საკუთარ თავზე – ამბობს ნესტესი. “ხალხის მოთმინება ზღვარზეა” – ამბობს ეროვნული კრების ერთ-ერთი წევრი ნიკოლე ჟოსანი – “როცა მოთმინება ამოიწურება, დაიწყება სხვა პროცესები. ჩვენ კი ეს არ გვინდა” – ამბობს ის.
ხალხი დაშლას არ აპირებს.
ხელისუფლება კი – იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც მომიტინგეებს აქვთ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაელტონ ჯონს რუსმა პრანკერებმა პუტნის ხმით დაურეკეს