,,პრორუსულსაც და პროდასავლურსაც ფესვებიანად ამოვთხრი,, ალექსანდრ ლუკაშენკო

107798ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო, რომელსაც ევროკავშირში ევროპის ,,უკნასკნელი დიქტატორი,, შეარქვეს, გაცილებით უფრო საინტერესო ,,კერკეტი კაკალია,, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს…
მიუხედავად მისდამი დასავლეთის ზოგადი არაკეთილგანწყობისა, ლუკაშენკო ახერხებს საჭირო მომენტში ხელიდან არ გაუშვას შანსი და საკუთარი თავი სასარგებლო ფიგურად წარმოუჩინოს დასავლეთს, ისევე როგორც ეს უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
ლუკაშენკო ღიად აცხადებს, რომ ის არ ენდობა დასავლეთს, მაგრამ უნდა მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს… ის ასევე არ ენდობა რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ლუკაშენკო რუსეთის მიერ შექმნილ ყველანაირ კავშირშია გაწევრიანებული, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა ის, ვერც აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებაში დაითანხმა და ვერც ურთიერთობის დაძაბვაში… ლუკაშენკოს საინტერესო და როგორც თანდათან ირკვევა, დამაინტრიგებელი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს წინა ხელისუფლებასთან… თუმცა თვლის, რომ მოძმე ქართველ ხალხთან ურთიერთობის პოტენციალი არ არის სრულად გამოყენებული და აპრილში აპირებს თბილისს ეწვიოს, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტთან შესახვედრად.
რაც შეეხება უკრაინას, ლუკაშენკო გარდა იმისა, რომ აშკარად პროუკრაინული პოზიცია უჭირავს მიმდინარე კონფლიქტში, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ ასეულობით ბელორუსი მეომარი უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვის უკრაინის ფრონტზე და მათ შორის ნაციონალისტურ უკრაინულ დაჯგუფება ,,მემარჯვენე სექტორშიც,, ბელორუსები მრავლად არიან. ქართველთა მსგავსად, თითო-ოროლა ბელორუსიის მოქალაქე სეპარატისტების მხარესაც იბრძვის, თუმცა ლუკაშენკოს სიმპათია აშკარად არა მათ მხარესაა, რასაც ისიც მოწმობს, რომ მან ერთი თვის წინ საუკეთესო კინოდოკუმენტალისტი რეჟიოსორები და ოპერატორები მიავლინა უკრაინის ფრონტზე, რათა მათ ფირზე აღებეჭდათ თუ როგორ იბრძვიან მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ბელორუსი მეომრები. დოკუმენტური ფილმიც ამ თემაზე, ბელორუსიის ტელევიზიის ცნობით სულ მალე გამოვა.
ლუკაშენკო არც იმას მალავს, რომ მის ქვეყანაში დემოკრატია არაა… ის პირდაპირ აცხადებს, რომ ვერ ხედავს მისი მმართველობიდან წასვლისა და მის ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების აუცილებლობას. ის მუდმივად ცდილობს მოირგოს სამართლიანი ადამიანის იმიჯი… ბევრს მუშაობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ხშირად რუსეთის შანტაჟსაც არ ერიდება… ამასთანავე აცხადებს, რომ არ ჩაითრევს საკუთარ ქვეყანას უაზრო ავანტიურაში, თუმცა არც ქვეყნის ანექსიას დაუშვებს და საკუთარი მიწის ერთი გოჯის გამოც, ნებისმიერ აგრესორს სამხედრო გზით დაუპირისპირდება… ისე რომ თვითონაც იარაღით ხელში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლებს.
ლუკაშენკოზე ზემოთ მოყვანილი შეფასებების გასამყარებლად, ,,თაიმერი,, გთავაზობთ ციტატებს და ამონარიდებს, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაკეთებული პრესკონფერენციებიდან და ინტერვიუებიდან.
3959478კითხვა: ბელორუსია რუსეთის ან რუსული სამყაროს ნაწილია?
ა. ლუკაშენკო: არასოდეს! დაივიწყეთ ამის შესახებ! ჩვენი სახელმწიფო ინტენსიურად ემზადება იმისათვის, რომ ნებისმიერი აგრესორი უკუაგდოს… იმის ჩათვლითაც, რომ ბევრ სტრატეგიულ იარაღს, რომელსაც ადრე რუსეთიდან ვყიდულობდით, ახლა თვითონ გავაკეთებთ. ჩვენთვის მთავარი საფრთხე, ძალისმიერი საფრთხეა და დამერწმუნეთ მე ვფლობ ამ მხრივ გარკვეულ ინფორმაციას.
კითხვა: ეკონომიკური კუთხით… ბელორუსია ხომ 100% რუსულ ენერგომატარებლებზეა დამიკიდებული… სხვა მხრიდან მოწოდების ალტერნატივა რომ არ არსებობს?
ა. ლუკაშენკო: უკრაინაც ხომ ასე იყო… მაგრამ როგორღაც გაუძლო… ჩვენც გადავიტანთ.
კითხვა: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ლუკაშენკოსთვის რას ნიშნავს?
ა. ლუკაშენკო: ეს იყო მოულოდნელი და ჩვენთვისაც საფრთხის შემცველი.
კითხვა: ბელორუსიაში გამოჩნდნენ კაზაკების დაჯგუფებები, რომლებმაც გასულ ზაფხულს ტყეებში ბანაკები მოაწყვეს, სადაც წვრთნებს ატარებდნენ… რა რეაგირება გქონდათ ამაზე?
ა. ლუკაშენკო: ისინი რუსეთიდან მართული ხალხია… კაზაკებს ბელორუსში არაფერი ესაქმებათ… მე გავეცი განკარგულება სამართალდამცავებს, რომ მათი იზოლირება მოხდეს… უნდა იცოდეს ყველამ… კაზაკი იქნება თუ შავრაზმელი, ვინც ტყე-ღრეში დარბის და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა... პრორუსული იქნება თუ პროდასავლური, ყველას ფესვებიანად ამოვთხრით.
კითხვა: სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორი იქნება?
ა. ლუკაშენკო: მაიდანს ნუ მოაწყობთ და სხვა დანარჩენი გააკეთეთ ისე, როგორც გინდათ… შეადგინეთ პეტიციები განცხადებები და გადმომეცით. მე რეაგირებას მოვახდენ.
კითხვა: როგორი იქნება ბელორუსის გეოპოლიტიკური მომავალი?
ა. ლუკაშენკო: ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს რუსეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით… ჩვენ ვასრულებთ რუსეთთან აღებულ ყველა ვალდებულებას, მაგრამ არ დავუშვებთ ქვეყნის შიგნით რუსეთის გავლენის გაძლიერებას. ჩვენ გვინდა, რომ დასავლეთმაც იცოდეს, რომელსაც დიდად არ ვენდობით, რომ ჩვენ რუსეთზე დიდი ბოროტება არ ვართ… და თუ აღმოსავლეთიდან საფრთხე დაგვემუქრება… მათაც იბრძოლონ ჩვენს გამო.
კითხვა: აქვს თუ არა ქვეყანას სამხედრო საფრთხეები? (სამხედროებთან შეხვედრა)
ა. ლუკაშენკო: თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე არასდროსა ჩაგითრევთ ქვეყნისთვის უსაარგებლო ავანტიურურაში, მაგრამ თუ საჭირო გახდა ჩვენი მიწების დაცვა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა დაგვიჭრდება, დარწმუნებული იყავით, რომ მეც თქვენთან ერთად წინარიგებში მიხილავთ.
კითხვა: გაერო და ეუთო რამდენად ეფექტური საერთაშორისო ორგანიზაციები არიან?
ა. ლუკაშენკო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) გარკვეული ქვეყნების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებია და მათ არ ძალუძთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ისინი ახდენენ დემონსტრირებას იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ მსოფლიო უსაფრთხოების ეფექტური დაცვა და თანამედროვეობის რაიმე გლობალური თუ აქტუალური საკითხების გადაჭრა.
კითხვა: ხედავთ თუ არა საპრეზიდენტო კარიერის დასრულების ან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობას?
ა. ლუკაშენკო: თუ ქვეყანა არ დაიქცა… ჩემი მმართველობის დასასრულს და დემოკრატიაზე გადასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ... არც ახალი არჩევნების შემდეგ ვხედავ ჩემში როგორც პრეზიდენტში სიახლეებს… 20 წლის მანზილზე ყველაფერი ვნახე და გამოვცადე. მე განვითარებას არ განვიცდი, მაგრამ არც წასვლის უფლება მაქვს, ქვეყანქას ვჭირდები… გონებასუსტი უნდა ვიყო, რომ პრეზიდენტმა ახალ საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე უარი ვთქვა… ასე რომ იყოს ამას ახლობლები მეტყოდნენ… ჯერჯერობით მწყობრში ვარ.

სპეციალურად ,,თაიმერისთვის,, კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, 180-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლემ დარეკა
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი განცხადებას ავრცელებს