პროკურორი – გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს

პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის საფრთხეზე საუბრობს. როგორც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა, მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება.
ამასთან, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხიდან ახალი დანაშაულის საფრთხეც არსებობს.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პტიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.
პროკურატურის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან.
დაცვის მხარე “სითი პარკის” საქმეზე ბრალდებული უგულავას 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიადებალცევოდან უკრაინელებს ასობით დაჭრილი და დაღუპული გამოჰყავთ