პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 კანდიდატს შეარჩევენ

დღეს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 კანდიდატს შეარჩევენ, 21 ოქტომბერს კი დარჩენილ ორ კანდიდატსაც აირჩევენ.

როგორც პროკურორი ლაშა ცხვიტარია აცხადებს, იმ 17 კანდიდატიდან, რომელიც პროკურორთა კონფერენციაზე გუშინ შეარჩიეს, 6 დღეს დასახელდება, ორის ვინაობა კი 21 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

„გრძლდება პროკურორთა კონფერენცია. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილია 17 კანდიდატი. 17-ვე არის ღირსეული პროფესიონალი და საკუთარი საქმის ერთგული, თუმცა აღნიშნული კანდიდატებიდან მოგვიწევს 8 მათგანის შერჩევა. დღეს დასახელდება 6, ხვალ კი ორი“, – აღნიშნა ცხვიტარიამ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭო სულ 15 წევრით უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, რომელსაც პროკურორთა კონფერენციაზე ირჩევენ, 2 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, 2 დეპუტატი – ერთი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ხოლო მეორე უმცირესობიდან. ასევე, საპროკურორო საბჭოში იქნება 2 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, დარჩენილი ერთი წევრი კი თავად იუსტიციის მინისტრი იქნება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა