“პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია,”- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ხელახალი გამოძიება დასრულდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარები გაკეთდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.”

ყოფილი სახელისუფლებლო გუნდი ფიქრობს, რომ სამქე პოლიტიკურად მოტივირებულია. “ეს ყველაფერი ძირითადად გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. სამართალდამცავები უნდა იძიებდნენ საქმეს და წერტილს უნდა სვავდნენ სასამართლოში. სწორედ იქ უნდა ხდებოდეს მისი განხილვა არ უნდა ხდებოდეს მისი გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის. ვწუხვარ, რომ დღეს ეს რეალობაა საქართველოში, როცა პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა და შს სამინისტრო აკეთებს იმას რა დავალებასაც იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. კიდევ ერთი განცხადება დღეს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. “დაუჯერებელია, რომ ადმიანმა პირადი მოტივით შურისძიებისათვის ჩართო ამდენი სპეცრაზმელი, პოლიციელი და ისე დაგეგმა ეს ოპერაცია. მე ვფიქრომ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იამსთან, რომ საზოგადოებაში არის პროტესტის დიდი გრძნობა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობაზე,”- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში“კრიმინალებმა გვესროლეს და ვესროლეთ,”- გიორგი ცააძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატიაზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ