პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას თხოვდა

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გვირეკავს პროკურორი და გვეუბნება, რომ მტკიცებულებებს ვერ გადმოგცემთ, ოქმზე მოგვიწერეთ ხელი, ვითომ მიიღეთ მტკიცებულებები,” – ეს განცხადება ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა ლევან სამუშიამ გააკეთა. მისი თქმით, ეს მათი შეურაცხყოფაა და ამის გაკეთება კანონის დარღვევა იქნებოდა.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექპსერტიზა მხოლოდ გუშინ დანიშნა, იმ ფონზე, როცა ბრალდებულები ხუთი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებიან.

ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარეს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და ცდილობენ საქმის გაჭიანურებას.

ამ საკითხზე პროკურატურაში განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

ამ წუთებში დაცვის მხარეს საკუთარი მტკიცებულებები თბილისის საქალაქო სასამართლოში შეაქვს.

banner
წინა სტატიაშითბილისის და რომის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები სასამართლოში ჩააბარა