პროკურატურა ექსპერტ ლევან ჩაჩუას პატიმრობას ითხოვს

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

პროკურატურა ექსპერტ ლევან ჩაჩუას პატიმრობას მოითხოვს.

ამის შესახებ გამომძიებლებმა დღეს სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, დაცვის მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ გახდება ცნობილი.

ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ბრალდებას 2 მარტს უნდა უპასუხოს. თუმცა დაცვის მხარემ განცხადება დღესაც გააკეთა. მათი განმარტებით, ბრალდება სამართლებრივად სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

banner
წინა სტატიაშისეზონური ვირუსი 2 კვირაში დასრულდება
შემდეგი სტატიაივანიშვილის გადაცემა თვის ბოლოს დაიწყება