“პროკურატურა ეკონომიკური კრიზისის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს”-ჩიორა თაქთაქიშვილი

“იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ამ მთავრობამ ჩაააგდო ქვეყანა, დღეს პროკურატურა ამ თემის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს”-ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპონენტების დევნითაა დაკავებული და არაფერს აკეთებს კრიმინალთან საბრძოლველად. თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ “დაუსჯელობის სინდრომი წახალისებულია,” როდესაც დანაშაულს ხელისუფლების დავალებით სამართალდამცავი სტრუქტუერები ჩადიან.

პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ ახალი დეპარტამენტის შექმნის საკითხი მხოლოდ უმრავლესობის “ფორმატში არ უნდა ჩაიკეტოს.”

“რამდენადაც ცნობილია საქმე ეხება მხოლოდ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხებს და ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენას, თუკი ეს ასე გადაწყდება ეს არ იქნება სამართლიანობის აღდგენა”-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაში“პრივატიზაციის პროცესი დაწყებულია,”- ეკონომიკის სამინისტრო
შემდეგი სტატია“იმ ქონების გადაცემაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია”-ზვიად ძიძიგური პროკურატურის ახალ დეპარტამენტზე