პროკურატურაში 13 ივნისის სტიქიაზე დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელი შევიდა

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – , თბილისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

საქმე ეხება, 13 ივნისის სტიქიის ღამეს მათ მუშობას. პოლიტიკოსების თქმით მერმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„მოვითხოვთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 13 ივნისის მოვლენებზე. 13 ივნისის ღამეს, ქალაქის მერი ვერ მოქმედებდა ადეკვატურად. მას არ ეყო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში გაეწია სათანადო რეაგირება მოვლენებისთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, პროკურატურა როდის და როგორ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს, ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ნარმანიას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 13 ივნისის ტრაგედიაზე და დატოვოს თანამდებობა“, – განაცხადა გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ზოოპარკში გადაადგილება შეიზღუდა
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი