პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ძიება პროკურატურმა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა ამტკიცებს აბსურდს” – ფირცხალავა ვაზაგაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიაახალდაბის მოსახლეობა შველას ითხოვს