პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები სასამართლოში ჩააბარა

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები სასამართლოში უკვე მიიტანა. საგამოძიებო უწყების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 21 ტომისაგან შედგება. მათ შორის ორი ტომი საიდუმლოა.

სასამართლოში პროკურორსა და ადვოკატებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. როგორც ცნობილია, დღეს დილით ადვოკატებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც განმარტეს, რომ მათ პროკურორმა მტკიცებულებების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა ოქმზე ხელის მოწერა სთხოვა.

საგამოძიებო უწყება ამ ფაქტს უარყოფს. პროკურატურის თქმით, მათ მტკიცებულებთა იმ ნუსხაზე ხელის მოწერა ითხოვეს, რომელიც სხვადასხვა დროს ადვოკატებს მიღებული აქვთ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას თხოვდა
შემდეგი სტატიახობში პრემიერ-მინისტრს მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, წითელ ბარათებს დაახვედრებს