„პროექტების დაფინანსების კუთხით საკმაოდ რთული წელი იქნება“

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სოციალურ დაზღვევის და შეღავათიან აგროკრედიტის ნაწილში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დანელიამ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით ცნობილია, თუმცა მისი გასაჯაროება ამ ეტაპზე ნაადრევია.
„ჯერ კიდევ მუშა პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო ვარიანტი მომდევნო კვირაში იქნება ცნობილი. ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან, ჩვენს საფინანსო ინსტიტუტებთან და სსიპ-ებთან. ეს არ არის მარტივი პროცესი. პროექტების დაფინანსების კუთხით საკმაოდ რთული წელი იქნება. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის სამინისტროც არ იქნება გამონაკლისი, რადგან ზოგადად რეგიონი არასტაბილურია. რაც შეეხება პროექტებს, სოციალურ დაზღვევის და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ნაწილში ცვლილებებს არ ველით“, – განაცხადა დანელიამ.
მანვე კომენტარი მთის სამინისტროს შექმნის შესახებ გააკეთა და აღნიშანა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„საინტერესო იქნება არგუმენტაცია, რადგან სამინისტროები უკვე არსებობს. მითუმეტეს ახლა, როცა საუბარია ბიუჯეტის შემცირებაზე, მინისტრის დამტებითი პორტფელის გაჩენა, რამდენად მნიშვნელოვანია ამას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია დასჭირდება“, – აღნიშანა დანელიამ.
ბიუჯეტის კორექტირებაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც გააკეთა, როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, მის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ყველა უწყებამ მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს.
“ჩვენ უნდა გვცოდნოდა მათი წინადადება. ახლა კი მიმდინარეობს კონსულტაციები”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია„ახალი სამინისტროს შექმნა წელს პრაქტიკულად გამორიცხულია“