პრიორიტეტი იქნება თანამოქალაქეების კეთილდღეობა და მათზე მუდმივი ზრუნვა

დიმიტრი ქუმსიშვილმა

თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. როგორც ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის პრიორიტეტი იქნება თანამოქალაქეების კეთილდღეობა და მათზე მუდმივი ზრუნვა. “ამის შემდეგ პრიორიტეტები რა თქმა უნდა იქნება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მომსახურებისა და სერვისების შეთავაზება, ნაკლები ბიუროკრატია და შესაბამისად ყველაფერი, რაც თანამოქალაქეებს სჭირდებათ”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მისი ხვალინდელი სამუშაო დღე იქნება გარკვეული პრეზენტაცია, სადაც იგი სამ მიმართულებაზე ისაუბრებს. “ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირველ რიგში ეს არის სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის. არის მეორე მიმართულება – სარეკრიაციო ზონის განვითარება, რადგან ცხოვრების პირობები უფრო მეტად ჯანსაღი იყოს. მესამე მიმართულება ეს არის ისეთი ცენტრის შენება თბილისში, რომელიც იქნება ახალგაზრდების მიზიდურობის ცენტრი როგორც სპორტის, ასევე განათლების და ყველა იმ მიმართულებით, სადაც ახალგაზრდობა საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს”, – განაცხადა ლექვინიძემ.
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი წევრები დღეს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” სამართალდამცავების მონაწილებოთ მორიგ ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)