„პრინციპულად არასწორი შეფასებაა, რომ მე მმართველ გუნდს დავუპირისპირდი ან ოპოზიციაში ვარ“

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ამ პოსტზე საქმიანობის პერიოდში ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია, თუმცა ის არ მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდთან დაპირისპირებულია.

„მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც იქნა ნათქვამი და ფორმურილებული, რომ მე მმართველ გუნდს დავუპირისპირდი ან ოპოზიციაში ვარ, მგონი პრინციპულად პოლიტიკურად არასწორი შეფასებაა. მე, სხვათაშორის, რომ გამოვედი პარლამენტში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან ალბათ, 20 ციტირება მქონდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ეს განცხადება პრეზიდენტმა დუშეთში გააკეთა, სადაც წმინდა გიორგის ეკლესიამდე მეუღლესთან ერთად ფეხით მივიდა.

banner
წინა სტატიაში„რეალურად კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ ეკონომიკური ვითარებიდან ამოვხტეთ“
შემდეგი სტატიამოსკოვში ,,ზრდილობიან ადამიანებს,, ძეგლს უდგამენ