პრემიერ ღარიბაშვილის კარზე ჭორთა კორიანტელი–რა ხდება სენაკში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხვიჩა ჯიშკარიანი თანამდებობას ტოვებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით , მან განცხადების დაწერისა და თანამდებობის დატოვების შესახებ პრემიერ ღარიბაშვილისაგან მიიღო.თავად ჯიშკარიანი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და არც “თაიმერის” სატელეფონო ზარებს პასუხობს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში,  ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა  იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით "რესპუბლიკურ პარტიაში" გაწევრიანდა.   თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია გახდა, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე მოსთხოვა თანამდებობის დატოვება და სანაცვლოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეთი რწმუნებულის მოადგილედ დანიშნა.

” თაიმერი” სენაკის საკრბულოს წევრს ინგა ქარდავას დაუკვაშირდა რომელმაც აღნიშული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ხვიჩა ჯიშკარინი ამ დროსთვის ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას. მას განცხადება გადადგომის თაობაზე არ დაუწერია. გავრცელებული ინფორმაციით ადვილი მოსალოდენელია ხვიჩა ჯიშკარიანმა დატოვოს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი.

–ქალბატონო ინგა ვინ მოიზარება საკრებულოს თავმდომარედ?

–ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. როგორც ამბობენ, ეს დავალება ზემოდან მოდის. ამ დავალების განხორციელება თავად სენაკის მოსახლეობისთვისაც მიუღებელია. ჯიშკარიანი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატია და რატომ ხდება ასე არ ვიცი, თუმცა ეს პოლიტიკურად გაუმართლებელია. ეს თუ განხორციელდა, მთავრობა სრულ კრახს მიიღებს სენაკში. ეტყობა ხვიჩა ჯიშკარინის რეიტინგის ზრდამ ვიღაც-ვიღაცეების უკმაყოფილება გამოიწვია. მას საკრებულო ვერ გადააყენებს, თავად თუ არ დაწერს განცხადებას, რადგან მან საკრებულოში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, ამიტომ არ უნდათ ვიღაც-ვიღაცეებს. ეს ის ჯიშკარიანია, რომელმაც მაქანის ყიდვაზე უარი თქვა და მანქანისთვის განკუთვნილი ფინანსები სამედიცონო პროქტისკენ მიმართა. მოგეხსნებათ, სენაკის 14 სოფელში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა გაკეთდა. მოსახლეობაში ჯიშკარიანის რეიტინგმა აიწია, ის გარეული არ იყო გამგებლის კორუფციულ სქემებში, ამიტომ ვიღაცისთვის მიუღებელი გახდა.

ქალბატონო ინგა, მოდით ბრჭყალები გავხსნათ და თქვით ვინა არიან ისე ვიღაც-ვიღაცეები?

– გოჩა დგებუაძისა და მისაბრიშვილის  კლანი, რომლებიც პორტირებულები არიან ოცნებაში. როგორც ჩანს, პრემიერს ცუდი ამბები მიუტანეს ხვიჩა ჯიშკარიანზე.

– თუ პრემიერი ჭორებს უსმენს, კარგად ყოფილა საქმე…თუმცა, ჩემთვისაც ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როცა ჭორები მიუტანეს შემდეგ კი იმ პიროვნებას ბოდიშები უხადეს. ეს “ქართულ ოცნებაში” ნაცნობი ფაქატია.

– ხვიჩა ჯიშკარიანი არ გაერია იმ კორფციულ სქემაში, რომელშიც სენაკის გამგებელია ჩართული. ამიტომ ისჯება. ჯიშკარიანი არაა ხელწამოსაკრავი პიროვნება და ის სუფთა ისტორიით მოდის ხელისუფლებაში. ეს იმიტომ ხდება რომ ჯიშკარიანში სერიოზული კონკურენტს ხედავენ. ეტყობა გამგებელს უფრო გავლენიანი ხალხი ყავს პრემიერის კარზე, ვიდრე ჯიშკარიანს. ჯიშკარიანი და რუსია რომ არა “ოცნება” ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა  იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით “რესპუბლიკურ პარტიაში” გაწევრიანდა. 

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია გახდა, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე მოსთხოვა თანამდებობის დატოვება და სანაცვლოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეთი რწმუნებულის მოადგილედ დანიშნა.

 

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ვფიქრობ, სწორი არ იქნება, ერთი და იგივე დროს გაერო-ში ორი დელეგაცია გაემგზავროს
შემდეგი სტატიატრასაზე მიმავალ მანქანას კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა