პრემიერ-მინისტრი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას.

მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ისიც, რომ წელს საქართველოს ჩინეთიდან არაერთი მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის – ვიცე-სპიკერი და მთავრობის წევრები.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივასა და აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბაიენქოლუმ საქართველოს მთავრობის მეთაურს სპეციალურად მისთვის დამზადებული ნამუშევარი – „ცხენები“ გადასცა, რომელზეც ჩინურად ირაკლი ღარიბაშვილის გვარი წერია. სტუმრის განმარტებით, ცხენი ჩინეთში წარმატების სიმბოლოა და ამ საჩუქრით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურისგან საჩუქრად ქართულ მინანქარში შესრულებული ნამუშევარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს კრედიტების გამოყოფაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიალევან ქარდავა–ძირითადი მიზანი ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაციაა