პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურას 1-ელ აგვისტომდე დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურას პირველ აგვისტომდე დაასახელებს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ეს სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საზოგადოებას შს მინისტრის კანდიდატურას პირველ აგვისტომდე წარუდგენს, მანამდე კი მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
რაც შეეხება გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრის პოსტზე დანიშვნას, კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფს თავად სასჯელაღსრულების მინისტრი.
“გულწრფელად გეტყვით, ამ თემაზე კონსულტაცია საერთოდ არ გამართულა”, – განუცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება იმას, გამორიცხავს თუ არა, რომ სწორედ ის დასახელდეს შს ახალ მინისტრად, მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამის თაობაზე არ იცის და ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა “კეთილ ადამიანებსაც” შეიწყალებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დღის ბოლომდე საზოგადოებას წარვუდგენ ინფორმაციას, როგორ მოვახდენთ ტარიფის სუბსიდირებას